საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია იმართება.
აქციაზე შეკრებილი არიან მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები.
მათი განცხადებით პარლამენტის შენობის წინ აქციაზე რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს და ისინი მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ამ დროისთვის, შსს-ს მედიის წარმომადგენლების დაკავების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
პარლამენტთან აქცია ამ წუთებში გრძელდება, აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.