საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 სპორტსმენით იასპარეზებს

01 მარტი 2023, 19:51 962 ნახვა

საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ოთხივე დისციპლინაში 7 სპორტსმენით იასპარეზებს. მსოფლიოს პირველობა 20-26 მარტს, იაპონიის ქალაქ საიტამაში გაიმართება, საქართველოს ღირსებას ანასტასია გუბანოვა, მორის ყვითელაშვილი, ნიკა ეგაძე, კარინა საფინას ლუკა ბერულავას წყვილი  და მარია კაზაკოვას გიორგი რევიას წყვილი დაიცავენ. შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც მონპელიეში გაიმართა, საქართველოს მოციგურავეთა გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა. ყვითელაშვილმა და საფინა-ბერულავას წყვილმა მე-4 პოზიციები დაიკავეს, ხოლო გუბანოვა მე-6 ადგილზე გავიდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი