საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ტაშკენტში დაგეგმილ გრანდ სლემზე 2 წარმომადგენელი გამოაკლდა

01 მარტი 2023, 19:50 609 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დაგეგმილ გრანდ სლემზე 2 წარმომადგენელი გამოაკლდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, განაცხადში აღარ ფიგურირებენ ბაგრატ ნინიაშვილი და ბექა ღვინიაშვილი, ამდენად, ტატამზე 9 ქართველი ძიუდოისტი 7 კაცი და 2 ქალი გავა. ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან დარბაისელი, ლევან გუგავა, უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გელა ზაალიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი. ტაშკენტის გრანდ სლემი 3-5 მარტს ჩატარდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი