ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ 1996 წლის შემდეგ სერია A-ში პირველი მატჩი მოიგო

01 მარტი 2023, 19:50 555 ნახვა

1996 წლის შემდეგ პირველად „კრემონეზემ“ სერია A-ში თამაში მოიგო. კრემონულმა გუნდმა რომა საკუთარ არენაზე 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი მე-17 წუთზე ფრანკ ცაჯუმ გაიტანა, 71-ე წუთზე სპინაცოლამ შეძლო და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო  82-ე წუთზე კრემონეზე დაწინაურდა და პირველი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა.ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო სკამზე იყო, ტრავმის შემდეგ ის ჯერჯერობით ვერ დაბრუნდა კრემონელთა სასტარტო შემადგენლობაში. გუნდმა ამ გამარჯვებით 12 ქულა დააგროვა, მე-19 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 6 მარტს, სასუოლოს ესტუმრება. რომა 44 ქულით მე-5 საფეხურს იკავებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი