ქალთა შორის ფუტსალში "ზამთრის თასის“ ფინალურ შეხვედრაში ტიტულისთვის ''ბათუმი'' და ''დინამო'' სოხუმი იბრძოლებს.
ნახევარფინალებში ბათუმელებმა ქუთაისის ''მართვე'' 6:4 დაამარცხეს, ხოლო ''დინამო'' სოხუმმა'' ''სამეგრელოს'' პენალტების სერიაში 3-2 მოუგო.
სადებიუტო გათამაშების ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 6 მარტს 14:00 დაიწყება. კონკრეტულად ქალთა ეროვნული ლიგის ახალი სეზონი კი 11 მარტს დაიწყება.