არველაძე და ქინქლაძე მსოფლიო ლეგენდების მატჩში ითამაშებენ

28 თებერვალი 2023, 11:11 631 ნახვა

შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე გლაზგოში საქველმოქმედო თამაშზე მიიწვიეს, რომელიც „აიბროქსზე“ გაიმართება და ერთმანეთს „რეინჯერსისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები შეხვდებიან. ლეგენდების ნაკრებში ლუიშ ფიგუ, ნვანკვო კანუ, რობინ ვან პერსი, ჯეკ უილშირი, რობი ფაულერი, იაპ სტამი, ჯო კოული, მაიკლ ესიენი, პოლ სქოულზი და სხვები ითამაშებენ.

რაც შეეხება „რეინჯერსს“ – ბარი ფერგიუსონი უხელმძღვანელებს გუნდს, რომელშიც იქნებიან ჯერმენ დეფო, კრის ბოიდი, მაიკლ მოლსი, საშა პაპაკი, იორგ ალბერტცი, რონალდ დე ბური, კარლოს კუელარი, პიტერ ლოვენკრანდსი, შოთა არველაძე.  „რეინჯერსის“ ლეგენდებს მეორე ტაიმში შოთა უკაპიტნებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ლეგენდების ნაკრებში გიორგი ქინქლაძეც ითამაშებს.  „რეინჯერსისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების შეხვედრა „აიბროქსის“ სტადიონზე 2023 წლის 26 მარტს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი