აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტულმა ფედერაციამ „მაჭახელამ“ ნადირობის სეზონის დახურვასთან დაკავშირებით ჭარნალში ინგლისურ სპორტინგში სიმბოლური ტურნირი ჩაატარა.
ფედერაციის წევრებმა ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრეს.
„მონადირეების სახელით კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით საკანონმდებლო ორგანოს, გადახედონ რეგულაციებს, რადგან ჩვენ მონადირეებს და სპორტული სროლის მოყვარულებს უკვე გვაქვს მფლობელობაში ისეთი იარაღები, რომლებიც შემდგომ კანონით იკრძალება, ამით იზღუდება მათი უფლებები და გარკვეულწილად ფინანსური ზიანის მომტანიცაა მათთვის და ინტერესის დაკარგვაა სპორტის ამ სახეობის მიმართ“, - განაცხადეს მონადირეებმა.