უკრაინას საუდის არაბეთის მთავარი დიპლომატი სტუმრობს

27 თებერვალი 2023, 10:31 445 ნახვა

კიევში ვიზიტისას საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა   კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი მისი ქვეყნის მხარდაჭერა. ალ საუდი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. უკრაინამ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1993 წელს დაიწყეს.

ოქტომბერში საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ის უკრაინას 400 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევდა და გამოთქვა მზაობა  დეესკალაციის მიზნით შუამავლობის ძალისხმევისთვის. 

სექტემბერში საუდის არაბეთის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად  უკრაინაში დატყვევებული უცხოელი მებრძოლები გაათავისუფლეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი