გაძვირებული ბინები ბათუმში

26 თებერვალი 2023, 20:08 939 ნახვა

ბოლო პერიოდში თუ ბინის გაქირავების სოციალური ქსელის ჯგუფებს გადახედავთ, ნათლად დაინახავთ ტენდენციას, რომ იგივე ბათუმის პირობებში თითქმის შეუძლებელია 400-500 ლარად თვეში ბინების ნახვა.

მეტიც, ხშირად რაიონების მიხედვით ქირის ფასი 600 დოლარზე მეტია - ამის მიზეზად ყველა ექსპერტი და კვლევა რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოქალაქეების საგრძნობ მატებას უკავშირებს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ერთჯერადი ეფექტი იყო და მაღალმა ფასებმა თავად ჩამოსულები შეაწუხა და ახლა ისინი თურქეთში გადადიან. ის გამქირავებლები კი ვინც ოცნების კოშკებს გაეკიდა კვლავ ძველ ფასებზე უნდა დაბრუნდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი