დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინალური მნიშვნელობის მატჩს ისლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს

26 თებერვალი 2023, 11:11 679 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ტურში ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის ფინალის ტოლფასია, რადგან ისტორიაში პირველად აქვს რეალური შანსი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს. სიტუაცია მაქსიმალურად გამარტივებული, დღეს  ნებისმიერი ანგარიშით მოგება გაგვიყვანს და  შესაძლოა, თუნდაც 2 ან 3 ქულით წაგების შემთხვევაში აღმოვჩნდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებების მატჩი დღეს თბილისში 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი კი უკვე გაყიდულია.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება. 

ტურნირის ფორმატის თანახმად, 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ორ-ორი საუკეთესო მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გადავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი-ოფში გააგრძელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში