რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა და ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა S-300 რაკეტით განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, მინიმუმ ორი კი - შენობის ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამაშველო სამსახური.