პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში

23 თებერვალი 2023, 15:04 702 ნახვა

საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქეთში დაიწყო. დელეგაციასთან ერთად  ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ჩაფრინდა.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრიდან 17 დღის შემდეგ პრემიერი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაშიც ჩავა. კერძოდ ქალაქ ანთაქიაში, სადაც  ქართველი მაშველები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ატარებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი