რომან გოცირიძის განცხადება

22 თებერვალი 2023, 14:21 495 ნახვა

ამოვწურე ჩემი თავი ნაციონალურ მოძრაობაში - ფეისბუქ პოსტის შემდეგ რომან გოცირიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა.  

ამბობს, რომ ის მთავარ ოპოზიციურ პარტიას ტოვებს, თუმცა საპარლამენტო მანდატს ინარჩუნებს.  

მან პარტიის საქმიანობას არათანმიმდევრული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ პარტიის ლიდერები ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას დროულად მიიღებენ და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდებიან.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში