ეს არ არის ომის ეპოქა - ინდოეთის ინფორმატიკის მინისტრი

22 თებერვალი 2023, 14:12 529 ნახვა

დიალოგისა და დიპლომატიის დროა- ამ მოწოდებით ინდოეთმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით. 

ქალაქ ბენგალურუს მახლობლად  დიდი ოციანის ჯგუფის წევრი ქვეყნების ფინანსისტების  შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე   ინდოეთის ინფორმაციის მინისტრმა ანურაგ ტაკურმა განაცხადა, რომ დღევანდელი ეპოქა არ არის ომის ეპოქა. წინ მხოლოდ დემოკრატიის, დიპლომატიისა და დიალოგის  გზაა.   

დიდი ოციანის  სამიტს, რომელიც 25 თებერვალს დასრულდება, ამ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ხვალ შეუერთდებიან. ასეთი დონის შეხვედრას ინდოეთი პირველად მასპინძლობს  და უკრაინის კონფლიქტი  ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რადგან სამიტი ომის პირველ წლისთავს ემთხვევა. 

ინდოეთი ომთან დაკავშირებით  ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, რუსეთს უკრაინაში შეჭრაში არ ადანაშაულებს,  დიპლომატიური გზების ძიებას  ემხრობა და გასული წლის განმავლობაში  რუსული ნავთობის შესყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი