უკრაინის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მიერ კიევში გამართული ერთობლივი პრესკონფერენცია ელექტროენერგიის ხანმოკლე გათიშვის გამო შეწყდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა და კიევის გარეუბანში ომის შედეგად დაზარალებულ ქალაქებს ბუჩასა და ირპინს ეწვია, სანამ დედაქალაქში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებოდა.
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონის კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ უწევდა ყოველდღიური დაბომბვისა ქვეშ ცხოვრება.
ბერლუსკონიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ სურს ზელენსკისთან შეხვედრა და იგი ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა.