დახმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მხარდაჭერა მარტოხელა დედებს, დახმარება ეკომიგრანტებს და ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსება - ხელვაჩაურის მერიას ამ მიმართულებით სულ 19 პროგრამა აქვს. წელს ბიუჯეტი 550 ათასი ლარით გაიზარდა. პროგრამებით სარგებლობისთვის ხელვაჩაურის მკვიდრებმა მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ.