უკრაინა ისევ იბომბება ოკუპანტის მიერ - რუსმა ოკუპანტებმა ისევ ცეცხლი გაუხსნეს ხერსონს, რომლის გათავისუფლება უკრაინულმა ძალებმა გასული წლის ნოემბერში შეძლეს. პარალელურად კი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ იბრძვიან უკრაინელ ხალხთან -ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია და მათი მთავარი მტერი ზოგადად დასავლეთია.