აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ ვარშავაში ჩავიდა. ბაიდენი ანდჯეი დუდას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად შეხვდება.
მთავარი თემა ისევ უკრაინა და მისი სამხედრო მხარდაჭერა იქნება. ბაიდენი პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებსაც მოინახულებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე ჩასული ბაიდენი უკრაინის ლიდერებს დაჰპირდა, რომ მათ გვერდით იქნება იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება.