ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ

21 თებერვალი 2023, 10:10 570 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თელ ავივის გრანდ სლემის შემდეგ რეიტინგი განაახლა და ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა 3 მედალი მოიპოვეს: ვაჟა მარგველაშვილი და ბექა ღვინიაშვილი ჩემპიონები გახდნენ, ლაშა ნადირაძე კი ბრინჯაოს დაეუფლა. მარგველაშვილი სამი ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოში მესამეა და მხოლოდ მოლდოველი დენის ვიერუსა და იაპონელი ჰიფუმი აბეს ჩამორჩება.

ორი ადგილით დაწინაურდა ბექა ღვინიაშვილი და მე-2 პოზიციაზეა, მის შემდეგ მოდის ლუკა მაისურაძე. 269 პოზიციით დაწინაურდა ლაშა ნადირაძე და ამჟამად 85-ე პოზიციაზეა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია რეიტინგს ტაშკენტის გრანდ სლემის შემდეგ განაახლებს, რომელიც 3-5 მარტს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი