აქცია ტბეთის ქუჩაზე

20 თებერვალი 2023, 14:44 668 ნახვა

სოციალური პროტესტი თამარის დასახლებაში.  ტბეთის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ე.წ ბიტმაშის დასახლებაში მცოვრებლები ძველი  ქარხნის ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ.    აცხადებენ, რომ   ტერიტორია  კერძო მესაკუთრემ  "ნაზილბემ" შეიძინა, სადაც მათივე ინფორმაციით,  მშენებლობას აპირებს.

აქციის მონაწილეები 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მათ სასარგებლოდ დათმობას ითხოვენ. ირწმუნებიან, რომ  ხელისუფლება ამას დაპირდა კიდეც. გასხვისებულ ადგილას ითხოვენ სტადიონისა და ბავშვთა ატრაქციონების მოწყობას.  

აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ  ასამდე ოჯახს ქარხანაში მუშაობის პერიოდში  გადახდილი აქვთ ბინების საკუთრებაში გადასაცემად ფული, თუმცა ამ დრომდე ბარაკული ტიპის დასახლებაში  ცხოვრობენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი