კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალთა გუნდებს შორის გამართულმა შეხვედრამ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. ამის მიზეზი კი ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელის ქმედებაა, რომელიც მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.
„მოტემა პემბესა“ და „მაზამბეს“ შორის გამართულ მატჩში მსაჯმა „მოტემა პემბეს“ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რამაც ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მსაჯს გაეკიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც „მოტემა პემბე“ 1:5 აგებდა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციამ ინცინდეტის გამოკვლევა დაიწყო და მომხდარში მონაწილე ყველა ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მისცა.