პუტინის ომი უკრაინაში

19 თებერვალი 2023, 11:05 570 ნახვა

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გრძელდება, რუსეთი კვლავ აგრძელებს ფართომასშტაბიან აგრესიას უკრაინის წინააღდმეგ. ქვეყნის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს სახელმწიფო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას და აგრძელებს თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.

გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერმა 10 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის მიმართულებით.

ოკუპანტის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით. კუპიანსკის მიმართულებით მტერმა მხოლოდ 1 დღეში 15-ზე მეტი დასახლება დაბომბა, არიან დაშავებულები.

ბოლო 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს იერიშები ხარკოვის რეგიონში. ასევე გაანადგურეს 1010 რუსლი დამპყრობელი, 5 ტანკი და 13 ჯავშანტექნიკა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი