ვითარება გზებზე

18 თებერვალი 2023, 17:45 689 ნახვა

დღეს აღარ თოვს მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ორდღიანი უხვი ნალექი შემდეგ, სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. დაბაში კი დაახლოებით მეტრნახევარია.

ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების  გაწმენდითი სამუშაოები. გადაადგილება ისევ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა დასაშვები. 

დაბალი გამავლობის  ავტომობილების მოძრაობა კი დაუშვებელია ცენტრალურ მაგისტრალზეც.

ისევ აკრძალულია მოძრაობა გოდერძის მიმართულებით.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში