აღმოსავლეთ ტაჯიკეთში ზვავების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ზვავი 16 თებერვალს, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში ჩამოწვა, რომელიც ჩინეთსა და ავღანეთს ესაზღვრება. შეჩერებულია მოძრაობა და 400-ზე მეტი ოჯახი ამ დროისთვის ევაკუირებულია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან კვლავ მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი ცვლილება.