აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში შტატები მზადაა დაიცვას ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და შეინარჩუნოს თავისი სამხედრო მზადყოფნა რეგიონში. ლოიდ ოსტინის თქმით, შტატები მტკიცედ ერთგულია ბალტიისპირელი მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტისადმი. მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში საერთო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის შტატები ბალტიის ქვეყნებთან მუშაობას აგრძელებს. დაამატა, რომ ესტონეთში უკვე განლაგებულია ჰაიმარს-ის დამატებითი ოცეული და მოტორიზებული ქვეითი ასეული.