39 ადამიანი დაიღუპა პანამაში ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად. ავტობუსი, რომელსაც 60-ზე მეტი მიგრანტი კოსტა რიკის მოსაზღვრე პროვინციაში განთავსებულ თავშესაფარში გადაჰყავდა, ჯუნგლების ყველაზე სახიფათო მონაკვეთის გავლით მოძრაობდა. ავარიის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.