გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებთან ერთად ავრცელებს. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და საზოგადოებას შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისაგან თავი შეიკავონ.