საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 11 საკითხი განიხილეს. სხდომაზე დაამტკიცეს „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. გეგმა მოიცავს მიმდინარე წელს მთავრობის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებს სტრატეგიით განსაზღვრული 4 პრიორიტეტული მიმართულებით შემუშავებული ამოცანების შესასრულებლად და მიზნების მისაღწევად. დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ფასების გაიაფებაზე ისაუბრა დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც.