ზელენსკი დონბასში ფრონტის ხაზზე მძიმე მდგომარეობას ადასრურებს

15 თებერვალი 2023, 10:50 517 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში  განაცხადა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში ფრონტის ხაზზე  ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა , რაც ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ უკრაინისთვის  სამხედრო დახმარების განსახილველად.

უკრაინელმა  სამხედროებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ მათ  ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს თავდასხმები ლუგანსკში ხუთ დასახლებულ პუნქტზე და დონეცკში ექვს დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის ბახმუტის გარშემოც. ნატოს  და უკრაინის მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ ბრიუსელში, რათა  კიევისთვის ბრძოლის ველზე ახალი სამხედრო საჭიროებები განიხილონ. კიევი  უფრო მეტ შეიარაღებას  და სამხედრო მხარდაჭერას მოითხოვს დასავლეთისგან.  

ზელენსკიმ  მადლობა გადაუხადა დასავლელ მოკავშირეებს მათი  დაპირებებისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის იარაღის, ტანკების, არტილერიის, ჭურვების მიწოდებასა და წვრთნების ორგანიზებასთან დაკავშირებით. თქვა, რომ ბევრი რამ, რაც განიხილებოდა ე.წ.  რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გასაიდუმლოებული უნდა იყოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი