საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სლოვაკეთში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებსა და საელჩოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ქმედით დახმარებას ევროინტეგრაციის გზაზე.
ოქმში აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სტრატეგიული მიზნების – გახდეს ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი.
დოკუმენტის ხელმოწერას წინ უძღოდა საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა.