მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომლებიც მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში გვეხმარებიან - ერდოღანი

14 თებერვალი 2023, 14:35 437 ნახვა

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, გვეხმარებიან სამძებრო სამუშაოებში - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, გვეხმარებიან სამძებრო სამუშაოებში და არ გვივიწყებენ ლოცვის დროს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისივე თქმით, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 8 000 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. ასევე აღნიშნა, რომ დაშავებულია 81 000-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულების დიდი ნაწილი კი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში