ბათუმში, მშობიარე ქალი გარდაიცვალა

14 თებერვალი 2023, 13:31 6297 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (BAU) მშობიარე ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კლინიკაში აცხადებენ, რომ შემთხვევა დღეს მოხდა და გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული. დამატებით კომენტარს კლინიკაში, ამ ეტაპზე, არ აკეთებენ.

მათივე ცნობით, ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

არსებული ინფორმაციით, პაციენტი 42 წლის იყო.

კლინიკასთან რამდენიმე წუთის განმავლობაში  ხმაური იყო, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოში, აჭარის მაუწყებელს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით შესულია შეტყობინება და ფაქტზე მოკვლევა დაიწყება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი