ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა პოლიციისგან თავის დაღწევის მცდელობისას 8 ადამიანს დაეჯახა. საბოლოოდ წესრიგის დამცველებმა ავტომანქანის გაჩერება და მძღოლის დაკავება შეძლეს. დაშავებულთა შორის ერთი პოლიციის ოფიცერია.
ორი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ორმა სერიოზული, ხოლო ოთხმა დაშავებულმა სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო.
სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებულ კადრებზე ჩანს თუ როგორ გადაურჩა ერთ-ერთი მოქალაქე ინციდენტს სწრაფი რეაგირების წყალობით.
ინციდენტი იმავე დღეს მოხდა, როცა ფედერალური ნაფიცი მსაჯულები მსჯელობდნენ გამოუტანონ თუ არა სასიკვდილო განაჩენი საიფულო საიპოვს, ექსტრემისტს, რომელმაც 2017 წელს ნიუ იორკის ერთ-ერთ ველობილიკზე სატვირთო ავტომობილით განზრახ შევარდა და 8 ადამიანი მოკლა.
პოლიცია ჯერჯერობით ამ ინციდენტებს შორის კავშირს ვერ ადასტურებს და მომხდარის ტერორისტულ ხასიათს გამორიცხავს.