ვითარება თურქეთში

13 თებერვალი 2023, 20:09 376 ნახვა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 500-ს მიაღწია. ინფორმაციას კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სამძებრო-სამაშველო და სალიკვიდაციო ოპერაცია სტიქიის დაზარალებულ ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა ჰატაიში, მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან კიდევ ერთი გადარჩენილი ქალის ამოყვანა შეძლეს. გაერო-ს ინფორმაციით, ალეპოსა და ლატაკიაში მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა 350 000-მდე ადამიანი. გაერო-მ სირიის დაზარალებულ რაიონებში 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა. ვითარება თურქეთში- ვნახოთ რეპორტაჟი

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი