საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის სტატუსის შესახებ და საქართველოს ორგანული კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“- რა კორექტივების შეტანაა აუცილებელი დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად და ინიციატივები, რომლებიც დავით გაბაიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე წარადგინა - საკითხები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მესამე სექტორთან ერთად განიხილა. გაბაიძე პირობას დებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ინიციატივებს, კომისიის სხდომაზე გაახმოვანებს, მესამე სექტორში კი ადგილზე სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ.