უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. მტერი აგრძელებს პოზიციების გამყარებას სასაზღვრო რაიონებში. ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტმა იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაზარალდა 30-მდე დასახლებული პუნქტი.
მტერმა შაჰედის ტიპის თვითმფრინავები გამოიყენა დნეპროპეტროვსკის მიმართულებით, რომლებიც 3 ენერგეტიკულ ობიექტს მოხვდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ზიანი მნიშვნელოვანია. ამასთან, კრივოროჟსკში ერთსა და იმავე ობიექტს ერთ დღეში ორჯერ დაესხნენ თავს.
რაც შეეხება უკრაინული მხარის წარმატებას, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის უბნებზე. ასევე გასული დღე ღამის განმავლობაში 1140-მდე რუსი დამპყრობელი განადგურდა.