მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად აშშ-მა დამატებით 85 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
ენტონი ბლინკენი თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დაინტერესდა, თუ რა უნდა გააკეთოს შტატებმა თურქეთისა და სირიის დასახმარებლად.
ენტონი ბლინკენმა ასევე სირიის პრეზიდენტს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაუშვას სირიის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ჰუმანიტარული ტვირთი.