ავარია ბათუმში - ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

10 თებერვალი 2023, 11:35 1952 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. რამდენიმე წუთის წინ, პუშკინისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების კვეთაში  ერთამანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა.

ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსია, რომელსაც თვითლმხილველების თქმით, მგზავრები გადაჰყავდა,  მეორე კი შემოსავლების სამსახურის საკუთრებაა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, რასაც გაუმართავ საგზაო ინფრასტრუქტურას უკავშრებენ. 

"ბათუმის ავტოტრანსპორტში" კი აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში ავტობუსი არ იმყოფებოდა სამარშრუტო ხაზზე, ავტოპარკიდან მიემართებოდა საწყის პუნქტამდე, საიდანაც მოძრაობა უნდა დაეწყო. აქედან გამომდინარე, არც მგზავრები ჰყოლია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები და მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძება დაიწყო.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში