ცეესკოს თავმჯდომარემ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და საარჩევნო ადმინისტრაციას ახალი, 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა წარუდგინა.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, სტრატეგიული გეგმა უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით, ინკლუზიურად და განსხვავებული მიდგომებით შემუშავდა.
ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების, პოლიტიკური პარტიების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.