შალვა პაპუაშვილმა შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ევრორეკომენდაციების შესრულებისა და პარლამენტის როგორც ინსტიტუციის გაძლიერების მიმართულებით. ასე აფასებს მმართველი გუნდი პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშს. აღნიშნავენ რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სრულყოფილად და ამომწურავად ისაუბრა გასული წლის განმავლობაში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და მიმდინარე წლის გეგმებზე. ოპოზიციის ნაწილისთვის პაპუაშვილის ანგარიში ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.