ძველი და ნაცნობი სტრატეგიით ახალი მიზნისთვის, ენმ ისევ ბოიკოტის რეჟიმს ირჩევს და ამ ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის მიხედვითაც ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში რჩება. ენმ-ს 26 დეპუტატიდან დღეს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას არცერთი დეპუტატი არ ესწრებოდა.
საპარლამენტო საქმიანობის ყველა ფორმატში უარის თქმის შემდეგ, იტყვიან თუ არა მანდატებზეც უარს, ეს ვერ გადაწყვიტეს. ჯერ კონსულტაციებს გეგმავენ კოლეგებთან და პარტნიორებთან.
ენმ-ს ბოიკოტის ამგვარი ფორმა კომიკურია ოპოზიციონერი კოლეგებისთვის, ქართული ოცნებისთვის კი სულერთია სად იქნება ენმ, პარლამენტში თუ პარლამენტის მიღმა.
ერთადერთი პარტია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ამ გადაწყვეტილებას შეურთდა სტრატეგია აღმაშენებელია.