თურქეთში, კიდევ ერთი, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 7.6 მაგნიტუდას შეადგენდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ბიძგები რამდენიმე ქალაქში იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი, ელბისტანის რაიონში, ქალაქ ქაჰრამანმარაშთან ახლოს იყო. თურქული მედიის ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.