საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საქმეზე ხვალ, 6 თებერვალს სხდომა 17:00 საათზე დასკვნითი სიტყვებით განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე, სავარაუდოდ, სათათბიროდ გავა.
უცნობია, ხვალვე გამოაცხადებს თუ არა გიორგი არევაძე მის გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.
ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგის პოზიცია გაიზიაროს, და თუ ასე მოხდება მაშინ ოჯახი ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს.