ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კრივში დიდებსა და ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის. ჩემპიონატი ქალთა და კაცთა შორის ჩატარდა.
შეჯიბრებაში 160-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
აჭარის ნაკრებმა უკვე ხუთი მედლის მოპოვება შეძლო. წარმატებული სპორტსმენებით საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება.