კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

04 თებერვალი 2023, 17:13 600 ნახვა

4 თებერვალი კიბოს საერთაშორისოა დღეა. ეს დღე პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებების საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

დაავადების დასაძლევად ყველაზე მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტირება და პრევენციაა.  საქართველოში საკმაოდ მაღალია სიმსივნით დაავადება და წელიწადში საშუალოდ 10 ათასზე მეტ ადამიანს უფიქსირდება.

ქვეყანაში რამდენიმე სახეობის სკრინინგ-პროგრამა მუშაობს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ამ საშუალებით ხშირად ისარგებლონ. მიმდინარე წელს გაიზარდა კიბოს მკურნალობის და  მედიკამენტებისთვის განსაზღვრული თანხა.

სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობას ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები აფინანსებს. პარალელურად აჭარაში მცხოვრები  პაციენტები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში ფინანსდებიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი