აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთში ვიზიტი მას შემდეგ გადადო, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს. მას ჩინეთის ხელისუფლებამ მეტეოროლოგიური ხელსაწყო უწოდა, რომელმაც კურსს გადაუხვია და შტატებში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა და ამის გამო წუხილს გამოთქვამენ. შტატების ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ეს „სათვალთვალო“ ხელსაწყოა.
ამ დროისთვის ვაშინგტონის ხელისუფლება მაღალ სიმაღლეზე მფრინავ ბურთს აკვირდება, მზადყოფნაშია მოიერიშე თვითმფრინავები „ეფ 22“ იმ შემთხვევაში თუ თეთრი სახლი ობიექტის ჩამოგდების ბრძანებას გასცემს.
ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს უნდა შეხვედროდა. ვაშინგტონის ინფორმაციით, ჩინური სათვალთვალო ბუშტი ლათინური ამერიკის საჰაერო სივრცეშიც შენიშნეს.