ბათუმის საკალათბურთო გუნდმა "კაკტუსი" დაამარცხა

03 თებერვალი 2023, 21:16 490 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში "კაკტუსს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 90:72 დაამარცხა.

შავიზღვისპირელებს 23 ქულით, 2 მოხსნითა და 4 გადაცემით კაილი რიდლიმ ულიდერა. კარგი მატჩი ჰქონდა ასევე ჯორდან სეშენს, რომელმაც შეხვედრა 16 ქულით, 8 მოხსნით და 3 გადაცემით დაასრულა.

სტუმართაგან კი 23 ქულით, 6 მოხსნით და 4 გადაცემით, რაიან ალენი გამოირჩა. 

ამ გამარჯვების შემდეგ "ბათუმმა“ სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 18 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 10 თებერვალს სტუმრად „დელტას“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში