რუსეთმა „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალა - რუსული მედია

03 თებერვალი 2023, 14:52 1164 ნახვა

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსის“ გავლით ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, - ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილო ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"2023 წლის 2 თებერვალის 19:15 საათიდან, ქალაქ ვლადიკავკაზის - ლარსის დასახლების მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციიდან გასვლის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული აკრძალვა ძალაში ახალი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე იქნება.

გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოში ამინდის გაუარესების გამო მიიღეს.

ჩრდილო ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნეს, რომ მსგავსი რეკომენდაცია საქართველოს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუარესების გამო მიიღეს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოს მხრიდან მსუბუქი ავტომობილებისთვის ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია.  ლარსისკენ გადადგილდება თავისუფალია. ამავეს აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. უწყებაში ამბობენ, რომ  საბაჟო-გამშვები პუნქტი მსუბუქი ავტომობილებისთვის ამ დროისთვის  ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი