სამუშაო თათბირი გამართა პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მოადგილეებთან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამინისტროს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას.
აღინიშნა, რომ გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამჟამად რიკოთის 51 გვირაბიდან გაჭრილია 41 გვირაბი, 97 ხიდიდან აშენებულია 63 და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
გაგრძელდება სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე, ასევე, წლის ბოლოს დაგეგმილია ბათუმის 13 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება.
ასევე წელს იწყება 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. დაგეგმილია 26 სკოლის მშენებლობის დასრულება.