ვენეციის კომისიის დასკვნა მარტში გამოქვეყნდება

03 თებერვალი 2023, 11:20 510 ნახვა

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს. ინფორმაცია კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.   

საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი 1 დეკემბერს  გადაუგზავნა.   

პარლამენტს კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს. ორივე კანონპროექტი კი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შემადგენელი პუნქტია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი